Thumbnail
  • თურქეთი 2:0 საქართველო | გოლები: 1:0 ჰიზი (26), 2:0 თურქოღლუ (41)
  • საქართველო ქულებით მხოლოდ თურქეთს ჩამორჩა, მაგრამ მაინც მე-4 ადგილზე გავიდა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა.

ირის ანტმანის გუნდი C დივიზიონის ბოლო ტურში სტუმრად თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ 0:2 წააგო. თურქებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს გულბინ ჰიზის და ეჯე თურქოღლუს გოლებით.

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი ჯგუფში ერთი თავით აღემატებოდა მეტოქეებს, შესაბამისად, მხოლოდ ორბურთიანი სხვაობით მარცხი მაინც აქტივშია შესატანი, რადგან საქართველოს ქალთა ნაკრები პრაქტიკულად პირველ ნაბიჯებს დგამს.

თურქები B დივიზიონში აღზევდნენ

ანტმანის გუნდმა მე-2 ჯგუფში 6 ტურში 5 ქულა მოიპოვა. თურქეთთან ორივე მატჩი წააგო, ლუქსემბურგთან მოიგო და ფრე ითამაშა, ხოლო ლიეტუვასთან ფრეს და წაგებას გამორჩა.

ჯგუფში თურქეთი 18 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, საქართველომ ლიეტუვასა და ლუქსემბურგის დარად 5 ქულა მოიპოვა, მაგრამ ბურთების უარესი შეფარდების გამო ჩვენ ბოლო ადგილი გვერგო (5:11). მეორე ადგილი ლეიტუვამ დაიკავა, შესაბამისად, ლუქსემბურგმა - მესამე.

თურქეთი 2:0 საქართველო

გოლები: 1:0 ჰიზი (26), 2:0 თურქოღლუ (41)

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი (46. ამბალია), ჩხარტიშვილი, ქველიძე, ტატუაშვილი (90. ნარსია), კალანდაძე, დანელია, მატვეევა (70. ბოლქვაძე), ბაქრაძე, ბუხრიკიძე (88. პავლიაშვილი), ბებია.

კომენტარები

ბოლო ამბები