Thumbnail

ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელი - სერია A-ში ალეგრი გამოარჩიეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მასიმილიანო ალეგრი თვის მწვრთნელად ამ სეზონში პირველად დასახელდა
  • იუვენტუსი სერია A-ში ჩემპიონობისთვის იბრძვის

იტალიის სერია A-მ ნოემბრის საუკეთესო მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დაასახელა, რაც მიმდინარე სეზონში გამოცდილი სპეციალისტისთვის პირველი ჯილდოა.

იუვენტუსმა გასულ თვეში იტალიის ჩემპიონატში 3 მატჩი ჩაატარა, ფიორენტინასა და კალიარის მოუგო, ხოლო ინტერის წინააღმდეგ ქულა მოიპოვა. ზოგადად, ბოლო პერიოდში ალეგრის გუნდი კარგ ფორმაშია და მწვრთნელს წარმატებული შედეგები დაუფასდა.

იუვე სერია A-ში მე-2 ადგილზეა, ინტერს კი, რომელიც ლიდერია, მხოლოდ ორი ქულა აშორებს. "ბებერი ქალბატონი" უახლოეს მატჩს 8 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე ნაპოლის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები