Thumbnail

2024 წლის 9 მარტს ექვსი ერის პირველობის მე-4 ტურში ინგლისის ნაკრები ირლანდიას "თვიქნემზე" უმასპინძლებს. 6 ერის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ამ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას ქართველი მსაჯი, ნიკა ამაშუკელი განსჯის. 

29 წლის ამაშუკელი ექვსი ერის 2024 წლის პირველობაზე სულ სამ მატჩს მოემსახურება - 9 მარტს ის მთავარი მსაჯია, ხოლო 10 თებერვალს "მერიფილდზე" შოტლანდიისა და საფრანგეთის მატჩში (მე-2) ტური, აგრეთვე 16 მარტს "გრუპამა არენაზე" (ლიონი) საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების (მე-5 ტური) დაპირისპირებებზე ის კიდის მსაჯი იქნება. 

ექვსი ერის ტურნირზე ნიკა მთავარი მსაჯი კარიერაში მესამედ იქნება - პირველად მან ირლანდია-იტალია (2022) განსაჯა, შემდეგ კი - საფრანგეთი-შოტლანდია (2023). ამაშუკელმა კარიერაში პირველად იმუშავა მსოფლიოს თასზე (3 შეხვედრა მთავარ მსაჯად). ბოლოს ის მე-3 ადგილისთვის მატჩის კიდის მსაჯი იყო. 

📺 | ნიკა ამაშუკელი - ჩემი არგუმენტი

კომენტარები

ბოლო ამბები