Thumbnail

ხეცურიანმა და თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტაილანდში მსოფლიო თასზე ქართველებმა წარმატებული სტარტი აიღეს
  • თიბილაშვილი და ხეცურიანი შეჯიბრში კიდევ იასპარეზებენ

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით აიღო სტარტი ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ხმლით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ. მიმდინარე ტურნირზე ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუგო ჩინელ აო ლანძუს 15:13 და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნინა თიბილაშვილმა ნახევარფინალში ჩინელ გუსთან მარცხი განიცადა და ფინალს მიღმა დარჩა, მაგრამ მესამე ადგილის დაკავება მაინც მოახერხა.

ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი 2023 მსოფლიო თასზე 7 ნოემბერს რაპირით იასპარეზებენ, 8 ნოემბერს კი გუნდურ შეჯიბრში გამოვლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები