Thumbnail
  • რიგა 77:72 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინს ესპანურ გუნდში საუკეთესო შედეგი ჰქონდა 

გიორგი შერმადინის ტენერიფემ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ლატვიურ რიგასთან სტუმრად ითამაშა და 5 ქულით დამარცხდა - 72:77. ტენერიფემ პირველი პერიოდი 9 ქულით მოიგო (28:19), რის შემდეგაც მეორე და მესამე მეოთხედებში დამარცხდა, რითიც რიგამ მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

შერმადინი ტენერიფეში საუკეთესო იყო. გიორგიმ 29:03 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. ლატვიელებს ფინელმა ალექსანდერ მადსენმა 17 ქულით ულიდერა, ხოლო პუერტორიკოელმა აისია პინეირომ 16 ქულა ჩააგდო.

ტენერიფეს 5 ტურში 8 ქულა დაუგროვდა და ამ დროისთვის პირველ ადგილზეა. ესპანურ გუნდს ბოლო ტურში ფრანგულ შოლესთან გამარჯვება სჭირდება, რათა ჯგუფური ეტაპის ბარიერი გაიაროს და პლეი ოფში ასპარეზობა გააგრძელოს.

კომენტარები

ბოლო ამბები