Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელი სეზონში საშუალოდ 31.0 წუთს თამაშობს
  • მას NCAAW-ში საუკეთესო მატჩი პროვიდენს ფრაიარსთან ჰქონდა

23 წლის ქართველი კალათბურთელი ნატალია ოთხმეზური მიმდინარე სეზონში აიონა გაელსის სასტარტო ხუთეულის წევრად იქცა და ეს, მის სტატისტიკაზეც დადებითად აისახა.

აიონელებმა მიმდინარე სეზონში უკვე 6 მატჩი ჩაატარეს, ქართველი მცველი კი საშუალოდ 31.0 წუთს თამაშობს და ამერიკული კარუერის საუკეთესო მაჩვენებლებიც აქვს: 12.3 ქულა, 4.0 მოხსნა.

ნატალია თამაშიდან 48.5%-იანი სიზუსტით ესვრის, სამქულიანებში 34.5% აქვს, ხოლო საჯარიმოებში – 80.0%.

ნატალია ოთხმეზური აიონა გაელსის სასტარტო ხუთეულის უცვლელი წევრია

ქართველი ლეგიონერის გუნდმა ბოლო მატჩში 61:49 სძლია პროვიდენს ფრაიარსს, ოთხმეზური კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო: 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა.

ნატალიამ 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

აიონა გაელსს თანაბარი ბალანსი (3-3) გააჩნია და NCAAW-ს მეტრო ატლანტიკ ატლეტიკ კონფერენსში მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს, მომდევნო მატჩს კი 8 დეკემბერს ჰოფსტრასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები