Thumbnail

არმან ცარუკიანი: საქართველოში დავიბადე, ვარ რუსი, მაგრამ წარმოვადგენ სომხეთს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

UFC-ი მებრძოლ არმან ცარუკიანს (21-3), რომელიც ახალქალაქშია დაბადებული, შეკითხვა ნაციონალობასთან დაკავშირებით დაუსვეს. 27 წლის მებრძოლი რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეობას ფლობს და ოქტაგონზე ამ ქვეყნების დროშებით გამოდიოდა, თუმცა, თავისი ბოლო ბრძოლის დროს, რომელიც 2 დეკემბერს, ბენეილ დარიუშთან ჩაატარა, მხოლოდ სომხეთის დროშა ააფრიალა.

"სომხები მგულშემატკივრობენ იმის გამო, რომ სომეხი ვარ და ვსაუბრობ სომხურ ენაზე. საქართველოში დავიბადე, ჩემი ყველა ნათესავი იქ ცხოვრობს, მშობლები ქართულად საუბრობენ. ორი წლის ვიყავი, როდესაც საცხოვრებლად რუსეთში გადავედით და მთელი ცხოვრება რუსეთში გავატარე. 

სომეხი ვარ და რუსეთისაზე წინ სომხეთის დროშას ვაყენებ. ყველას ვეუბნები, რომ რუსი მებრძოლი ვარ, მაგრამ წარმოვადგენ სომხეთს. ასევე ვამბობ, რომ დავიბადე საქართველოში და იქ წელიწადში ორჯერ ჩავდივარ", - აქვეყნებს ცარუკიანის სიტყვებს რუსული მედია.

არმან ცარუკიანი UFC-ში 2019 წლიდან ჩხუბობს და პერიოდში 10 ბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 8 მოიგო. "ახალქალაქელს" დარიუშის დასამარცხებლად მხოლოდ წუთი და 4 წამი დასჭირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები