Thumbnail

ისტორიაში პირველად: სანტოსი ბრაზილიის სერია A-დან გავარდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბრაზილიის ჩემპიონატის 2023 წლის სეზონი დასრულდა
  • ჩემპიონი პალმეირასი გახდა, სანტოსი გავარდა

პელე ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა იმას, რაც დღეს მოხდა: სანტოსი, ისტორიაში პირველად, ბრაზილიის სერია A-დან გავარდა.

დრამატული დღეები ბრაზილიური ფეხბურთის გრანდისთვის, რომელსაც ურთულესი სეზონი ჰქონდა და რომელიც საბოლოოდ, კოშმარულად დასრულდა - მარსელო ფერნანდეშის გუნდმა ბოლო ტურში შინ ფორტალეზასთან წააგო (1:2), ხოლო პარალელურად ბაიამ ატლეტიკო მინეიროს 4:1 აჯობა. საბოლოოდ, ბაიამ ამ მოგებით სწორედ სანტოსს გადაასწრო, ქულით აჯობა და თვითონ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, სანტოსი კი სერია B-ში გაისტუმრა.

პელეს და ნეიმარის ყოფილმა გუნდმა სეზონში 11 მატჩი მოიგო, 10-ჯერ ფრე ითამაშა და 17-ჯერ წააგო, 43 ქულა კი მე-17 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი, რაც დაქვეითების მაუწყებელია... სანტოსთან ერთად გავარდნენ გოიასი, კურიტიბა და ამერიკა.

ბრაზილიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ პალმეირასი გახდა, რომელსაც ბოლო ტურში კრუზეიროსთან ფრეც ეყო. სხვათა შორის, საჩემპიონო რბოლა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, ბოლო ტურებამდე რამდენიმე გუნდი იბრძოდა პირველი ადგილისთვის, მაგრამ საბოლოოდ ყველას პალმეირასმა აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები