Thumbnail

'რიგითი მოკვდავი ამას ვერ დაიმსახურებს' - სპალეტი ნეაპოლის საპატიო მოქალაქეა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლუჩანო სპალეტის ნეაპოლის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ეს ჯილდო მას ნაპოლიში მოგებული სკუდეტოს გამო გადასცეს.

ნეაპოლის მერმა გაეტანო მანფრედიმ სპალეტის სპეციალურ მედლით დაასაჩუქრა, ლუჩანომ კი განაცხადა, რომ ასეთ პატივს რიგით მოკვდავი არ იმსახურებს...

"ღმერთო ჩემო, რა პასუხისმგებლობა მომანიჭეთ. მადლობას ვუხდი მერ მანფრედის ჩემი დაჯილდოებისთვის. ეს ეძღვნება ყველას, ჩემს სტაფს, გუნდის ექიმებს, მასაჟისტებს, მძღოლებს, ყველას, ვინც ჩემთან ერთად გასულ სეზონში მუშაობდა. მადლობას ვუხდი დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის და მის თანამშრომლებს, აურელიო დე ლაურენტისს და მთელ კლუბს. უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს, რომლებიც არქიტექტორები არიან იმ სილამაზის, რასაც გასულ სეზონში მივაღწიეთ. დღეს ენით აღუწერელი ემოცია მაქვს, არ ვიცი, ვიმსახურებ თუ არა, ამ ყველაფერს... ვერც ერთი რიგითი მოკვდავი დაიმსახურებს იმას, რასაც ნეაპოლელები მაძლევთ. ამიერიდან, ნეაპოლი ჩემი სახლია".

მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მედია საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებდა, ღონისძიებას ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისიც დაესწრო:

"ლუჩანოს სხვებისგან რაღაც განსხვავებული აქვს. ის სამაგალითო მოტივატორია. მას სურდა სავარჯიშო მაისურებზე რაღაც ფრაზების დაწერა და ისინი გასახდელშიც ამოტვიფრული ჰქონდა. ახლა ვუსურვებ, რომ ეროვნული ნაკრებიც დიდ სიმაღლეზე აიყვანოს. ეს ყველაფერი ლუჩანომ გულშემატკივრებს მიუძღვნა და ამიერიდან ღალატის უფლება აღარ აქვს".

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი ნაპოლის მწვრთნელად 2021-2023 წლებში მუშაობდა და გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა. გასულ ზაფხულს მან იტალიის ნაკრები ჩაიბარა, რომელსაც ევრო 2024-ზე უხელმძღვანელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები