Thumbnail
  • თამაშის გრაფიკული გამოსახულება მხატვრულ ფილმს ძალიან ჰგავს
  • Avatar: Frontiers of Pandora კონსოლებსა და PC-ის ვერსიებზე გამოვიდა

2009 წელს სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმი ავატარი გამოვიდა, რომელმაც  კინემატოგრაფიაში სრული ფურორი მოახდინა. ჯეიმს კამერონმა მხატვრული ფილმი სამ-განზომილებიანი (3D) ფორმატით შექმნა და იგი პლანეტა პანდორას კოლონიზაციაზე მოგვითხრობს. ავატარზე პირველი ვიდეო თამაში 2010 წელს შეიქმნა, რომელიც ფილმის სიუჟეტს იზიარებდა. 

7 დეკემბერს ლეგენდარულმა ფრენჩაიზმა ახალი თამაში წარადგინა - Avatar: Frontiers of Pandora, რომლის სრულყოფაზე Ubisoft Studio-მ და Massive Entertainment-ის გუნდმა იმუშავეს. თამაშში ავატარის სამყარო უფრო მეტად განვითარებულია, დახვეწილია გრაფიკული გამოსახულება, რომელიც მხატვრულ ფილმს ძალიან ჰგავს. მოთამაშეები ახალ რეგიონებს აღმოაჩენენ, გეიმპლეის მექანიკები კი მრავალფეროვანი გახდა. 

სიუჟეტი ნა'ვის მთავარ პერსონაჟზეა ფოკუსირებული, რომელიც რესურსების განვითარების ადმინისტრაციას (RDA) უპირისპირდება, ისინი ცდილობენ პანდორა რესურსებისგან გაძარცვონ, შექმნან ბაზები და პლანეტა დააბინძურონ. მოთამაშის მიზანია გაანადგუროს მტრის ბაზები და ნავ’ის მოსახლეობა ბოროტებისგან იხსნას. მოკლედ, თამაშში ბევრი დაბრკოლება და თავგადასავალი გელით. 

Avatar: Frontiers of Pandora-ს შეძენას დაახლოებით 70 დოლარად შეძლებთ. თამაში შემდეგ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი: PlayStation 5, Windows და Xbox Series X/S.

კომენტარები

ბოლო ამბები