Thumbnail

'სხვა გამოწვევა მაქვს' - ალექსანდრე თოფურიას პასუხი ვოლკანოვსკის და მის გუნდელს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯასტინ ვან ჰეერდენმა ილია თოფურიას ძმა ალექსანდრე თოფურია გამოიწვია
  • ალექსანდრ ვოლკანოვსკის სურს, რომ ეს ჩხუბი იმავე ქარდზე შედგეს
  • ილია თოფურიამ ვოლკანოვსკის და მის გუნდელს ინსტაგრამის სთორიში უპასუხა

ალექსანდრ ვოლკანოვსკის მეგობარმა, ჯასტინ ვან ჰეერდენმა ინსტაგრამის სთორიში ფოტო გამოაქვეყნა და ილია თოფურიას ძმა ალექსანდრე თოფურია გამოიწვია. ამ ამბავს ვოლკანოვსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ბრძოლა 17 თებერვალს, იმავე ქარდზე უნდა შედგეს, სადაც ალექსი ილიასთან იჩხუბებს. ალექსანდრე თოფურიამ ვოლკანოვსკისა და მის მეგობარს ასევე ინსტაგრამით უპასუხა.

''შენი შემოთავაზება მაცდური ჩანს, ალექს, მაგრამ 17 თებერვალს მე სხვა გამოწვევა მაქვს. უნდა ვნახო, როგორ მოირგებს ჩემი ძმა თავის ზომაზე UFC-ს ქამარს. ახლა მთელი ყურადღება ამ ამბავზე მაქვს გადატანილი. ამის ბრძოლის შემდეგ, ვიჩხუბოთ, პრობლემა არ იქნება'', - დაწერა თოფურიამ ინსტაგრამის სთორიში.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია (14-0 ММА, 6-0 UFC) პირველი ქართველი მებრძოლი გახდება, რომელიც UFC-ის ქამრისთვის იბრძოლებს - ქვემსუბუქის წონის ჩემპიონის ტიტულისთვის ალექსანდრ ვოლკანოვისკის (26-3 ММА, 13-2 UFC) დაუპირისპირდება. 26 წლის ქართველისა და 35 წლის ავსტრალიელის შეხვედრა 2024 წლის 17 თებერვალს, აშშ-ში, ტურნირ UFC 298-ში გაიმართება. ალექსანდრემ რამდენიმე დღის წინ გააფორმა UFC-თან კონტრაქტი.

კომენტარები

ბოლო ამბები