Thumbnail

ცხოვრებაძე გუნდში საუკეთესო იყო - გუმერსბახმა ჰამბურგს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გუმერსბახი 24:23 ჰამბურგი
  • ცხოვრებაძემ მეტოქეს 5 გოლი გაუტანა

გიორგი ცხოვრებაძის გუმერსბახმა ხელბურთის ბუნდესლიგის მე-16 ტურში ჰამბურგს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში ერთი გოლის უპირატესობით გაიმარჯვა - 24:23. გუმერსბახმა პირველი ტაიმი 12:13 წააგო, თუმცა მასპინძლებმა თამაში მაინც შეატრიალეს.

გიორგი ცხოვრებაძე მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო. მან ჰამბურგს 5 გოლი გაუტანა. ქართველმა ხელბურთელმა კლუბის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. გუმერსბახმა გერმანიის ბუნდესლიგაში მე-7 გამარჯვება იზეიმა.

ქართველი ხელბურთელის გუნდს 16 მატჩიდან 7 მოგება, 2 ფრე და 7 მარცხი დაუგროვდა. გუმერსბახი 16 ქულით მე-7 ადგილზეა. გიორგის კლუბი მომდევნო მატჩს ბუნდესლიგაში ლაიპციგთან ჩაატარებს, თუმცა მანამდე გერმანიის თასზე გოპინგენთან ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები