Thumbnail
  • დოლინა ჟეშუვი 3:1 ასტერიქსი
  • ანა კალანდაძემ 21 ქულა დააგროვა და MVP გახდა

ქართველი ფრენბურთელის, ანა კალანდაძის დოლინა ჟეშუვმა ჩემპიონთა ლიგაზე ბელგიურ ასტერიქსს უმასპინძლა და 3:1 მოუგო. პოლონურმა კლუბმა პირველი ორი სეტი მოიგო, რის შემდეგაც დამარცხდა, თუმცა გადამწყვეტ სეტში მეტოქეს 7 ქულით აჯობა (25:18) და იოლი გამარჯვება იზეიმა.

ანა კალანდაძემ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ქართველმა ფრენბურთელმა 21 ქულა დააგროვა და შეხვედრის MVP გახდა. მან რამდენჯერმე საკმაოდ ჭკვიანურად ითამაშა და მნიშვნელოვანი ქულები შემატა გუნდს.

დოლინა ჟეშუვი ამ მოგებით ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა. პოლონურ კლუბს 8 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურის მატჩს უკვე 2024 წლის 10 იანვარს შტუტგარტთან გამართავს. შეგახსენებთ, რომ ანა პოლონეთის ლიგაში ნოემბრის თვის საუკეთესო ფრენბურთელად აღიარეს.

კომენტარები

ბოლო ამბები