Thumbnail
  • ევროპოპის YouTube არხზე 18 თებერვლიდან მეორე სეზონის მეორე ფაზა იწყება
  • წილისყრა უკვე გაიმართა და პლეი ოფში მონაწილეები დაწყვილდნენ
  • პრიზი: მეორე ფაზის გამარჯვებული NIU-ს ელექტრო სკუტერს მიიღებს 

საინტერესო მონაწილეები, სუპერდაპირისპირებები და დიდი სანახაობა... ევროპოპის Youtube არხის გამომწერებს 18 თებერვლიდან "მაგიდის დერბის" მეორე სეზონის მეორე ფაზა გელოდებათ!

პირველის ფაზის გამარჯვებული დეკემბერში უკვე გავაკრვიეთ. ძალიან დაძაბული შეხვედრების შემდეგ, ფინალში დავით მინაშვილი გიორგი ჯავახაძეს დაუპირისპირდა, დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და "ვესპას" სკუტერთან ერთად სუპერფინალში გასვლის უფლებაც მოიპოვა, მისი მეტოქე კი სწორედ მეორე ფაზაში გაირკვევა. მეორე ფაზის გამარჯვებული საჩუქრად NIU-ს ელექტრო სკუტერს მიიღებს, სუპერფინალში კი პრიზი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 2-კაციანი საგზურია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მეორე სეზონის ჩემპიონი იქ საქართველოს ნაკრების თამაშს დაესწრება.

აქვე შეგახსენებთ "მაგიდის დერბის" წესებსაც - საერთო ჯამში, თითოეულ შეხვედრაში მინიმუმ 4-4 რაუნდი გაიმართება და თუ თამაში 2:2 დასრულდა, "პენალტების სერია" იქნება.

რაც შეეხება მონაწილეებს - მეორე ფაზაში ითამაშებენ: მაგიდის დერბის მოქმედი ჩემპიონი ტატო ბაციკაძე, სცენარისტი გიორგი ჯანელიძე, იუთუბერი გიორგი კალატოზი, "ჰიროუფიქს გეიმსის" პროდუქტის ხელმძღვანელი გიორგი ჭკუასელი, "სეტანტა სპორტის" კონტენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა ქევხიშვილი, "ევროპოპის" მთავარი რედაქტორი შაკო ბუაჩიძე, "სეტანტა სპორტსის" საფეხბურთო კომენტატორი ალექსანდრე გაბრიჩიძე და სპორტული ჟურნალისტი გიორგი ლემონჯავა.

უკვე გაიმართა წილისყრაც და მონაწილეები პლეი ოფში ასე დაწყვილდნენ: 

ტატო ბაციკაძე VS გიორგი ჯანელიძე
გიორგი ლემონჯავა VS ალექსანდრე გაბრიჩიძე
გიორგი კალატოზი VS გიორგი ჭკუასელი
ნიკა ქევხიშვილი VS შაკო ბუაჩიძე

მეორე ფაზის პირველი თამაში ევროპოპის YouTube არხზე 18 თებერვალს დაიდება. დაელოდეთ საინტერესო დაპირისპირებებს და თუ ჩვენი არხი ჯერ კიდევ არ აქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები