Thumbnail
  • დრიკუს დე პლესი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
  • გამარჯვებული მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გამოვლინდა

UFC-ის საშუალო წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს - დრიკუს დუ პლესი. მან 5-რაუნდიან ურთულეს ბრძოლაში წონის მოქმედი ჩემპიონი, შონ სტრიკლენდი დაამარცხა.

ჩხუბი სტრიკლენდის მცირე უპირატესობით დაიწყო და დრიკუსმა რამდენიმე მძიმე დარტყმაც მიიღო, თუმცა სამხრეთაფრიკელი დარტყმებს მაგრად დახვდა და ბრძოლას არ გამოეთიშა.

დრიკუსმა მე-4 რაუნდში მოქმედ ჩემპიონს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. მე-5 რაუნდში მცირე უპირატესობა კვლავ სტრიკლენდის მხარეს იყო, თუმცა, საბოლოოდ, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით, UFC-ის საშუალო წონას ახალი გამარჯვებული ჰყავს.

 

შონ სტიკლენდი UFC-ის საშუალო წონის ჩემპიონის ქამარი წინა ბრძოლაში, ისრაელ ადესანიას დაამარცხების შემდეგ დაეუფლა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები