Thumbnail

ამაშუკელი სტადიო ოლიმპიკოზეც იმსაჯებს - კიდევ ერთი დანიშვნა 6 ერზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკა ამაშუკელი სასტარტო ტურში იტალიისა და ინგლისის თამაშზე კიდის მსაჯი იქნება
  • საერთო ჯამში, ქართველი რეფერი პრესტიჟულ ტურნირზე ოთხ მატჩს მოემსახურება

ქართველი სარაგბო მსაჯი ნიკა ამაშუკელი მოახლოებულ 6 ერზე სამის ნაცვლად ოთხ მატჩს განსჯის. ამ ცვლილების შესახებ ორგანიზაციამ დღეს გამოაცხადა.

როგორც ირკვევა, ფრანგი რეფერი პიერ ბრუსე საკუთარი მოვალეობის შესრულებას ტრავმის გამო ვერ შესძლებს, ამდენად, 3 თებერვალს იტალიისა და ინგლისის ნაკრებთა მატჩში ერთ-ერთი კიდის მსაჯი ამაშუკელი იქნება.

ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა 6 ერის სასტარტო ტურის ეგიდით შედგება და მას რომის ოლიმპიური სტადიონი უმასპინლებს, მთავარი მსაჯი კი ახალზელანდიელი პოლ უილიამსი იქნება.

აქამდე ცნობილი იყო, რომ ქართველი არბიტრი 6 ერის სამ მატჩს მოემსახურებოდა. 10 თებერვალს მერიფილდზე (გლაზგო) შოტლანდიისა და საფრანგეთის მატჩში (მე-2 ტური), აგრეთვე, 16 მარტს გრუპამა არენაზე (ლიონი) საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების თამაშში (მე-5 ტური) ნიკა კიდის მსაჯი იქნება, ხოლო 9 მარტს, მე-4 ტურში, ლონდონურ თვიქნემზე ინგლისისა და ირლანდიის ჯახს მთავარი რეფერის რანგში მოემსახურება.

ცნობისთვის, 6 ერის ტურნირზე ნიკა მთავარი მსაჯი კარიერაში მესამედ იქნება – პირველად მან ირლანდია-იტალია (2022) განსაჯა, შემდეგ კი – საფრანგეთი-შოტლანდია (2023). გასულ წელს ამაშუკელმა კარიერაში პირველად იმუშავა მსოფლიოს თასზე (3 შეხვედრა მთავარ მსაჯად). ბოლოს ის მე-3 ადგილისთვის მატჩის კიდის მსაჯი იყო.

ნიკა ამაშუკელი წლევანდელ ექვს ერზე ოთხ თამაშზე იმსაჯებს! თავდაპირველად ქართველი მსაჯი სამ თამაშზე იყო დანიშნული, ხოლო...

Posted by Georgian Rugby on Thursday, January 25, 2024

კომენტარები

ბოლო ამბები