Thumbnail
  • რიჩარდ კოკერილმა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
  • გაფართოებულ სიაში 11 მორაგბე დებიუტანტია
  • ბორჯღალოსნები გერმანიას, ნიდერლანდებსა და ესპანეთს შეხვდებიან

საქართველოს მორაგბეთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა, 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრისთვის 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

გამოძახებულთა შორის 11 დებიუტანტია. ესენი არიან ბურჯები დავით აბდუშელიშვილი, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ახალაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, 9 ნომრები გიორგი მარგალიტაძე და დავით ხუროშვილი, ფრთა შაკო აფციაური და ფულბეკი ლუკა ცირეკიძე.

გაფართოებულ შემადგენლობაში 20 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. მათი ნაწილი ეროვნულში 20-წლამდელებიდან დაწინაურდა, ნაწილი პირველად გამოიძახეს, გუნდის უმეტესი ნაწილი კი გამოცდილი მორაგბეები არიან.

კოკერილს და მასთან ერთად რამდენიმე მოთამაშეს, ბორჯღალოსნებში დებიუტი 4 თებერვალს დესაუში, გერმანიასთან ექნებათ. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის დანარჩენი ორი თამაში თბილისში, ავჭალის სტადიონზე გაიმართება - 10 თებერვალს, 14:00 საათზე ნიდერლანდებთან, ხოლო 17 თებერვალს, 16:00 საათზე ესპანეთთან.

20 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშე - კოკერილმა Rugby Europe ჩემპიონატისთვის #ბორჯღლაოსნების სატურნირო შემადგენლობა...

Posted by ბორჯღალოსნები . The Lelos on კვირა, 28 იანვარი, 2024

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი აფციაური (გრენობლი), გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხარტიშვილი (შავი ლომი); ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი); გიორგი კერვალიშვილი (შავი ლომი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), გიორგი მარგალიტაძე (შავი ლომი), დავით ხუროშვილი (კლერმონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

კომენტარები

ბოლო ამბები