Thumbnail
  • დავით ნინიაშვილს პერპინიანთან ჩინებული მატჩი ჰქონდა
  • ქართველმა მორაგბემ ლიონის სამივე ლელოში დიდი წვლილი შეიტანა

ლიონის ქართველი მორაგბე დავით ნინიაშვილი საფრანგეთის TOP 14-ის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

გასულ ტურში ლიონელებმა პერპინიანს 36:24 სძლიეს, ქართველმა გარემარბმა კი მასპინძელთა სამივე ლელოში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

პირველ ორ შემთხვევაში, ბურთის დამიწება უშუალოდ დავითის პასებს მოჰყვა, ლიონის მე-3 ლელოს დროს კი, ფიჯელმა ლეგიონერმა სემი რადრადრამ ხაზი ნინიაშვილის ბრწყინვალე შორეული გადაცემის შემდეგ გაჭრა და კიდევ ერთი პასის მერე მორიგი ლელოც დაიდო.

21 წლის ქართველმა ვარსკვლავმა მინდორზე 80 წუთი გაატარა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც ჰქონდა.

ლიონს 13 ტურის თავზე 24 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 3 თებერვალს სტუმრად კლერმონთან ჩაატარებს. ნინიაშვილი ამ თამაშს, ალბათ, გამოტოვებს, რადგანაც საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული და 4 თებერვალს რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩი ელის გერმანიასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები