Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი მოახლოებული რაგბი ევროპის ჩემპიონატის საწყის ორ მატჩს გამოტოვებს.

საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მიზეზი მცირე ტრავმაა, თუმცა, ფრანგული ლიონის უკანახაზელი ბორჯღალოსნების შეკრებას არ ტოვებს და რეაბილიტაციას გუნდთან ერთად გაივლის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შეჯიბრში 4 თებერვალს გერმანიასთან საგარეო მატჩით ჩაებმება, შემდეგი 2 თამაში კი თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზეა დაგეგმილი: 10 თებერვალს – ნიდერლანდებთანა და 17 თებერვალს – ესპანეთთან. ნახევარფინალები 2-3 მარტს ჩატარდება, ფინალი კი 17 მარტს პარიზშია დაგეგმილი.

წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ნაკრებები ორ ჯგუფში არიან გადანაწილებულნი: A-ში – საქართველო, გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი, B-ში – ბელგია, პოლონეთი, პორტუგალია და რუმინეთი. ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, გამარჯვებულები კი ფინალში გავლენ. 

ℹ️ სიახლე | მცირე ტრავმის გამო დავით ნინიაშვილი რაგბი ევროპის პირველ ორ თამაშს გამოტოვებს 💪 თუმცა ის შეკრებას არ ტოვებს და რეაბილიტაციას გუნდთან ერთად გაივლის

Posted by ბორჯღალოსნები . The Lelos on Thursday, February 1, 2024

კომენტარები

ბოლო ამბები