Thumbnail
  • ლუის ჰემილტონი მომავალი წლიდან ფერარის ღირსებას დაიცავს
  • ფერარის ოფიციალური გვერდი წერს, რომ ჰემილტონთან ხანგრძლივი კონტრაქტი გაფორმდება

ფორმულა 1-ის რეკორდსმენი ლუის ჰემილტონი 2025 წლიდან ფერარიში იასპარეზებს! ცნობილი ინგლისური გამოცემის, Autosport-ის გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა და ჰემილტონი მომავალი წლიდან იტალიური კლუბის ღირსებას დაიცავს.

''ფერარი სიამაყით ადასტურებს, რომ 2025 წლიდან ლუის ჰემილტონი ჩვენს გუნდს შემოუერთდება და რამდენიმე წლიან კონტრაქტს გააფორმებს'', - წერს ფერარის ოფიციალური გვერდი.

იტალიელი ჟურნალისტის, ლეო ტურინის ინფორმაციით, ჰემილტონი ფერარისთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს და მხარეებს ორი წლის შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივებაც შეეძლებათ. დღეს ლუის ჰემილტონი მერსედესის გუნდის წევრებთან ერთად პეინტბოლის სათამაშოდ წავიდა და თანაგუნდელებს უთხრა, რომ მომავალი სეზონიდან მერსედესში აღარ იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები