Thumbnail

ფრანგული TOP 14-ის იანვრის სიმბოლურ ნაკრებში 2 ქართველი მორაგბე – დავით ნინიაშვილი და სერგი აბრამიშვილი შეიყვანეს. საინტერესოა, რომ ეს მიმდინარე სეზონში პირველი შემთხვევა არაა: ლიონისა და სტად ფრანსეს ლეგიონერები თვის საუკეთესოთა შორის გასული წლის ნოემბერშიც მოხვდნენ.

21 წლის ნინიაშვილმა იანვარში ტულუზისა და პერპინიანის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა და ტრადიციულად, გამორჩეული ფიგურა იყო. პერპინიანთან მატჩში ქართველმა უკანახაზელმა გუნდის სამივე ლელოში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

კლერმონთანა და ბორდოსთან მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში იყო 20 წლის აბრამიშვილი, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.

ბორდოსთან მოგებულ შეხვედრაში ქართველმა ბურჯმა სეზონში მე-2 ლელოც დადო. აღსანიშნავია, რომ სერგიმ TOP 14-ის 13 ტურიდან 11-ში მიიღო მონაწილეობა და 8 შემთხვევაში ძირითად XV-შიც იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები