Thumbnail

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში სადებიუტო მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

4 თებერვალს, გერმანიასთან თამაში, კოკერილის გარდა, სადებიუტო იქნება მისი ასისტენტებისთვის – შონ სოვერბისა და კონორ მაკფილიპსისთვის, ასევე 5 მორაგბისთვის. ესენი გიორგი ახალაძე, ლუკა ცირეკიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქართველიშვილი და დავით ხუროშვილი არიან. ახალაძე და ცირეკიძე თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ, მამაიაშვილი, ქართველიშვილი და ხუროშვილი კი თადარიგში არიან.

ბორჯღალოსნების კაპიტანი ცენტურიონი ხდება! 💯 💥 4 თებერვალს მერაბ შარიქაძე მეასედ ითამაშებს საქართველოს ნაკრების...

Posted by ბორჯღალოსნები . The Lelos on Friday, February 2, 2024


გუნდში ყველაზე ახალგაზრდა ცირეკიძეა – 19 წლის. ის ეროვნულში 20-წლამდელებიდან დაწინაურდა. მის გარდა, შარშან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშეს ირაკლი აფციაურმა (რომელსაც ბორჯღალოსნებში დებიუტი საფრანგეთში, მსოფლიო თასზე ჰქონდა), მამაიაშვილმა, ხუროშვილმა და თორნიკე კახოიძემ. მათ შორის კახოიძე ყველაზე გამოცდილია. ის გერმანიასთან მე-5 კეპს მოიხვეჭს. დებიუტანტებს შორის ყველაზე მხცოვანი (32 წლის) გიორგი ქართველიშვილია. 23-კაციან განაცხადში მასზე უფროსი მხოლოდ ნოდარ ჭეიშვილია (33).

ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე გერმანიასთან სანაკრებო კვართს მე-100-ედ მოირგებს და მე-7 ქართველი ცენტურიონი გახდება. აქამდე ეს პატივი მერაბ კვირიკაშვილს, დავით კაჭარავას, გიორგი ჩხაიძეს, სანდრო თოდუას, ლაშა მალაღურაძესა და შალვა მამუკაშვილს რგებიათ. 30 წლის შარიქაძეს სანაკრებო დებიუტი 2012 წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა. 23-კაციან რაზმში მას ამ ტურნირზე ყველაზე მეტი, 40 თამაში აქვს ჩატარებული და შესაბამისად, თასსაც ყველაზე მეტჯერ ფლობდა – 11-ჯერ.

ბორჯღალოსნები გერმანიასთან 

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი).
სათადარიგოები: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. დავით ხუროშვილი (კლერმონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

ბორჯღალოსნების შემადგენლობა გერმანიის წინააღდეგ დასახელდა 🔥 გაიგე მეტი აქ 👉 rugby.ge/2024/02/rec-geo-squad-ger/ 🇩🇪 გერმანია x საქართველო 🇬🇪 | 04/02, 18:00 LIVE 🔴 TV Imedi & რაგბი TV

Posted by ბორჯღალოსნები . The Lelos on Friday, February 2, 2024

კომენტარები

ბოლო ამბები