Thumbnail
  • ტურნირის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა
  • გიორგი ჩიხელიძე (-73 კგ) პარიზის გრანდ სლემის ფინალში დამარცხდა

პარიზის გრანდ სლემის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. 73 კგ-მდე წონით კატეგორიის გიორგი ჩიხელიძემ ფინალი იჭიდავა და ტაცუკი იშიჰარასთან ვაზარით დამარცხდა. მან ფინალამდე ხუთივე ორთაბრძოლა ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა, საიდანაც ოთხი სუფთად მოიგო.


23 წლის ძიუდოსტმა პარიზში ჩეხეთის სახელით მოასპარეზე ხუსნიდინ კარიმოვს, რუმინელ ალეკსანდრუ რაიკუს, ბრაზილიელ გაბრიელ ფალკაოს, მოლდოველ ადილ ოსმანოვს და უზბეკ შახრამ ახადოვს მოუგო, თუმცა ფინალი დათმო.

საქართველოს ღირსებას პარიზში მესამე საჭიდაო დღეს ტატამიზე ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100 კგ.) დაიცავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები