Thumbnail

მარცხი იმავოვთან - დოლიძემ UFC-ში მესამე ბრძოლა დათმო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რომან დოლიძემ UFC VEGAS 85-ის მთავარ ბრძოლაში იჩხუბა
  • ნასურდინ იმავოვმა დოლიძე 5-რაუნდიან ჩხუბში დაამარცხა

რომან დოლიძისა (12-2) და ნასურდინ იმავოვის (12-4) შეხვედრა აშშ-ის ქალაქ ლას ვეგასში გაიმართა. ეს შეხვედრა UFC VEGAS 85-ის მთავარი ბრძოლა იყო. სამწუხაროდ, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე იმავოვმა გამარჯვება მოახერხა და UFC-ში მე-5 ბრძოლა მოიგო.

იმავოვი პირველ რაუნდში საკმაოდ აქტიური იყო და დიდი უპირატესობაც მოიპოვა. მან რომანს რამდენიმე ძალიან ძლიერი დარტყმა გაუტარა, რის შემდეგაც რომანი ცდილობდა, რომ ბრძოლა გაეკონტროლებინა და იმავოვისთვის ნაკლები შანსი მიეცა. მეოთხე რაუნდში იმავოვმა აკრძალული დარტყმა შეასრულა, მსაჯებს შეეძლოთ ბრძოლის დასრულება, თუმცა ნასურდინს მხოლოდ ქულა დააკლეს.

ნასურდინმა შეხვედრა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო და კარიერაში მე-13 გამარჯვება იზეიმა.

მსაჯთა გადაწყვეტილებები

დერეკ ქლერი: რომან დოლიძე 44-49 ნასურდინ იმავოვი

სალ დ'ამატო: რომან დოლიძე 46-48 ნასურდინ იმავოვი

რონ მაკარტი: რომან დოლიძე 47-47 ნასურდინ იმავოვი

როგორც ხედავთ, ერთ-ერთმა მსაჯმა შეხვედრაში ფრე დააფიქსირა. სავარაუდოდ, რომანს რომ ოდნავ მეტად ეაქტიურა, შანსი იქნებოდა, რომ მას ჩხუბი ფრედ დაესრულებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები