Thumbnail

თმის შეჭრის რიტუალი შედგა - ტოჩინოშინი სუმოდან გააცილეს

ლუკა გელაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა გელაშვილი
  • ტოჩინოშინი ოძეკის რანგში 7 ბაშოს განმავლობაში ჭიდაობდა
  • საზეიმო თმის შეჭრის რიტუალი ტოკიოში შედგა

ცნობილი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სუმოდან საბოლოოდ გააცილეს.

საზეიმო თმის შეჭრის რიტუალი დანპაცუ-შიკი, რიოგოკუ კოკუგიკანში შედგა. ეს რიტუალი სუმოდან წასული რიკიშებისთვის აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს.

ტოჩინოშინი კლუბ კასუგანო ბეიას რიკიში იყო, მისი დებიუტი კი 2006 წლის მარტის ბაშოზე შედგა. 
ქართველი სუმოისტი ჯამში 102 ბაშოზე გამოვიდა. აქედან 80-ჯერ ელიტარულ – მაკუუჩი დივიზიონში. ბოლოს ის რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში ასპარეზობდა. 

2018 წლის იანვარში ტოჩინოშინმა უმაღლესი ჯილდო – იმპერატორის თასი მოიგო. 7 ბაშოს განმავლობაში ის ოძეკის (ჩემპიონი) რანგში ჭიდაობდა, იმპერატორის თასთან კი კიდევ ოთხჯერ იყო ახლოს (ვიცე-ჩემპიონი). ტოჩინოშინის ანგარიშზე 681 გამარჯვება და 615 მარცხია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები