Thumbnail
  • გერმანია 17:28 საქართველო
  • ბორჯღალოსნებმა პირველი ტურის მატჩი მოიგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რიჩარდ კოკერილის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამართა და გამარჯვება იზეიმა. ქართველმა მორაგბეებმა სტუმრად გერმანიის ნაკრებს მოუგეს - 28:17.

შეხვედრაში ანგარიში საჯარიმო ლელოთი მე-11 წუთზე გაიხსნა. გერმანელებმა ქართველები რამდენჯერმე ჯარიმის ხარჯზე გააჩერეს და მსაჯმა საბოლოოდ საჯარიმო ლელო დააფიქსირა. მასპინძლებმა ბაშოფერის ლელოთი 21-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, ხოლო სტელამ 23-ე წუთზე გარდასახვაც გაიტანა - 7:7. გერმანია 32-ე წუთზე წინ გავიდა, სტელამ ჯარიმით ანგარიში 10:7 გახადა.

ბორჯღალოსნებმა პირველი ტაიმი მაინც არ წააგეს, ილია სპანდერაშვილმა პირველი ნახევრის გაწითლებულ დროში ლელო გაიტანა, რომელიც ლუკა მატკავამ გარდასახა და საქართველომ ტაიმი 14:10 მოიგო.

საქართველომ გერმანიას 4 ლელო დაუდო

საქართველომ მეორე ტაიმში კიდევ ორი ლელო გაიტანა. მერაბ შარიქაძემ მე-100 სანაკრებო მატჩში გამოიჩინა თავი. შარიქაძის შემდეგ მირიან მოდებაძის დროც მოვიდა და მან ნაკრების უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ლუკა მატკავამ სამი ლელო გარდასახა. გერმანელებმა ტაიმის მიწურულს კლევინგჰაუსის ლელოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. საქართველომ 28:17 მოიგო და რაგბი ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს.

საქართველო მომდევნო ტურში ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება. მატჩი 10 თებერვალს გაიმართება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კოკერილის ნაკრები მთავარ კონკურენტს ესპანეთს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები