Thumbnail
  • UFC Español-თან ინტერვიუში ილია თოფურიამ მომავალ ბრძლაზეც ილაპარაკა
  • ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ის ქუთათელაძესთან ერთად ემზადებოდა

17 თებერვალს, ანაჰაიმში (აშშ), არენა Honda Center-ში წლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბრძოლა გაიმართება. დაუმარცხებელი ილია თოფურია (14-0 ММА, 6-0 UFC) UFC 298-ზე ქვემსბუქი დივიზიონის ქამრისთვის ლეგენდარულ ალექსანდრ ვოლკანოვსკის (26-3 ММА, 13-2 UFC) დაუპირისპირდება.

ქართველმა მებრძოლმა ცოტა ხნის წინ UFC Español-თან ინტერვიუში მომავალ ჩხუბზე და მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა. თოფურიამ ასევე აღნიშნა, რომ ის "ვოლკს" პირველივე რაუნდში დაანოკაუტებს.

"მე მას პირველივე რაუნდში დავანოკაუტებ. დიდი ალბათობით, ნოკაუტი იქნება, თუ ფეხებში არ ჩამივარდება. მე ვას გავთიშავ. MMA-ის ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ. სპორტის ყველა ასპექტში განვითარებული ვარ: დგომში ჩხუბში, ჭიდაობაში, გრეპლინგში... ჩემ თავს ვოლკანოსკიზე ბევრად უფრო სრულყოფილ და ეფექტურ ფინიშერად ვთვლი. მის მხარეს გამოცდილებაა, ჩემ მხარეს კი ახალგაზრდული სისხლი. ახლა ჩემი დროა.

წაიკითხე From Georgia With Love - ისტორიული თვე ქართული MMA-სთვის

ვერ ვიტყვი, რომ ყველაზე რთული სავარჯიშო კემპი გამოვიარე, რადგან ეს ყოველთვის რთულია. თუმცა, ყველაზე პროფესიონალური კემპი იყო, რაც ოდესმე გამივლია. ჩვენი შემდეგი მეტოქე ძალიან კარგად შევისწავლეთ და მზად ვართ. მომზადებაში გურამ ქუთათელაძე მეხმარებოდა, რომელსაც ვოლკანოვსკის მსგავსი სტილი აქვს. ჩემს გუნდშია ჩემი ძმა, ალექსანდრეც, რომელსაც შეუძლია ჩემს ყველა მეტოქეს მიბაძოს. მზად ვარ, რომ კიდევ ერთხელ გავიბრწყინო", - აღნიშნა ილიამ.

27 წლის ილია თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი დივიზიონის რეიტინგში ამჟამად მე-3 პოზიციას იკავებს, ოქტაგონზე ბოლოს ივნისში, ტურნირში UFC on ABC 5 გავიდა და ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები