Thumbnail

ისევ ბელფასტში: 41 წლის პეტრ ჩეხი ჰოკეისტის კარიერას აგრძელებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეგენდარული მეკარე ჰოკეისტის კარიერას აგრძელებს
  • პეტრ ჩეხმა ბელფასტ ჯაიანტსთან კონტრაქტი გააფორმა

ლეგენდარულმა მეკარემ, პეტრ ჩეხმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჰოკეიში რომ გადაინაცვლა ყველამ იცის - სიახლე ისაა, რომ 41 წლის ჩეხი ახალ კარიერას აგრძელებს და ახალ გუნდში გადავიდა.

ბოლოს ის ინგლისის მეორე ლიგაში თამაშობდა და ოქსფორდ სიტის ღირსებას იცავდა, ახლა კი ჩრდილოეთ ირლანდიის პირველი ლიგის კლუბში, ბელფასტ ჯაიანტსში გადავიდა. როგორც ბელფასტელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, ჩეხმა, რომელიც 2005 წელს ფეხბურთში მსოფლიოს საუკეთესო კიპერად აღიარეს, მათთან მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ჩეხი ჯაიანტსში ნოემბერშიც იყო და დიდი ბრიტანეთის ელიტალურ ლიგაში (EIHL) მისი დებიუტიც შედგა (გლაზგო კლანის წინააღმდეგ).

“ჩვენთან ყოფნისას მან უდიდესი როლი ითამაშა. მისი მარტო გასახდელში ყოფნაც საკმარისია იმისათვის, რომ მთელ გუნდზე ჰქონდეს დიდი, პოზიტიური გავლენა. მისი გამოცდილება და ცოდნა ჩვენთვის შეუფასებელია,” - აცხადებს ბელფასტელთა მთავარი მწვრთნელი ადამ კიფი.

შეგახსენებთ, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს პეტრ ჩეხი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო. 2012 წელს მან ლონდონის ჩელსისთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ჯამში 4-ჯერ იზეიმა ინგლისის ჩემპიონობა.

კომენტარები

ბოლო ამბები