Thumbnail

ფერარიში ყველა ბედნიერი არ არის: ლეკლერმა ჰემილტონის ამბავი არ იცოდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იტალიური მედიის ინფორმაციით, შარლ ლეკლერი უკმაყოფილოა
  • როგორც ირკვევა, მან ჰემილტონის გადმობირებაზე არაფერი იცოდა

ბოლო დღეებში ყველა ამ ტრანსფერზე ლაპარაკობს: ლუის ჰემილტონი 2025 წლიდან მერსედესს დატოვებს და ფერარის პილოტი გახდება.

მერსედესს ჰემილტონის შემცვლელი ჰყავს მოსაძებნი, რაც დიდ სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ სიტუაცია ფერარიშიც იძაბება.

საქმე ისაა, რომ “კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, ჰემილტონის მომავალი თანაგუნდელი შარლ ლეკლერი ძალიან ფრუსტრირებულია. როგორც ირკვევა, მან არაფერი იცოდა ჰემილტოთან დაკავშირებულ გეგმებზე, როცა ფერარისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ეს კი სულ ახლახან, იანვრის შუა რიცხვებში მოხდა.

რაკი მისი კონტრაქტის გაფორმებიდან მალევე დადასტურდა ჰემილტონის ამბავი, 26 წლის ლეკლერი ფიქრობს, რომ მას ეს სპეციალურად არ უთხრეს. ახლა მისი თანაგუნდელი კარლოს საინსია, რომელთან შიდა კონკურენციას ლეკლერი მეტ-ნაკლებად კარგად აკონტროლებს, ჰემილტონთან კონკურენცია კი სხვა ამბავი იქნება.

“თუ ლეკლერი ჰემილტონს აჯობებს, გმირი გახდება, თუ არა და პირიქით, მისი იმიჯი შეილახება,” - წერს “კორიერე დელო სპორტი”.

ფაქტია, ჰემილტონთან ერთად ლეკლერს დიდი გამოცდა ელის, მარანელოში კი იმედი აქვთ, რომ ლუისის გამოცდილება მთელ გუნდზე და მათ შორის ლეკლერზეც პოზიტიურად აისახება.

კომენტარები

ბოლო ამბები