Thumbnail
  • The MMA Hour-თან თოფურიამ ვოლკანოვსკის გარდა ქართველ მებრძოლებზეც ისაუბრა
  • ილიას თქმით, ალექსის დრო წავიდა და დარწმუნებულია, რომ მარტივად დაამარცხებს

17 თებერვალი ქართული MMA-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა. UFC 298-ზე ქვემსბუქი დივიზიონის ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ალექს ვოლკანოვსკი დაუპირისპირდებიან. ბრძოლა, რა თქმა უნდა, ამ ქარდის მთავარი მოვლენა იქნება. გარდა ამისა, ამავე ქარდზე მერაბ დვალიშვილი ჰენდრი სეხუდოს დაუპირისპირდება და დიდი ალბათობით, აქ გამარჯვების შემთხვევაში მერაბიც მიიღებს სატიტულო ბრძოლას.

ილია თოფურია ცოტა ხნის წინ პოდკასტში The MMA Hour არიელ ჰელვანისთან იყო მიწვეული, სადაც მან სხვადასხვა საინტერესო თემასთან ერთად, ვოლკანოვსკიზე და ქართველ მებრძოლებზეც ისაუბრა.  

"ჩემი გამარჯვება ამ ბრძოლაში გარდაუვალია. ეს ჩემი ბედისწერა ყოველთვის იყო. მე მებრძოლად და UFC-ს ჩემპიონად დავიბადე. ვიცი, რა დონეზე ვარ. ჩემ თავს კარგად ვიცნობ და მაქვს იმის უნარი, რომ ჩემი ოპონენტები გავაანალიზო. ვიცი, რომ ჩემს დივიზიონში ყველაზე ძლიერი ვარ, უფრო მაღალ წონაშიც ასეა, მე ყველას ვჯობივარ. ამ ყველაფერს დავამტკიცებ, ეს უბრალოდ დროის საკითხია.

თოფურია Vs ვოლკანოვსკი UFC 298-ის მთავარი ბრძოლა იქნება

ვოლკანოვსკი ბევრ სისულელეს ლაპარაკობს - რომ არსებობს გარკვეული დონეები. ეს მართალია, დონეები არსებობს, ამ დონეების შემდეგ კი მე ვარ. ვაჩვენებ, თუ რა დონეზეა. ყველა კომპონენტში ვაჯობებ, მე მას სავარჯიშო ტომარას დავამსგავსებ. 17 თებერვალს მე ვიცეკვებ...

ის ერთ-ერთი საუკეთესოა, დიდებული ჩემპიონი და საერთო რეიტინგის პირველი ნომერი იყო, ის ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც ამ დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, თუმცა, ბედნიერი ვარ, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც 17 თებერვალს მას ცუდ ამბავს შეატყობინებს. უკვე ასაკშია და დროა სხვა რამის კეთებაზე გადავიდეს, ახლა ახალი თაობის ჯერია. უკვე დამარცხდა და ყველანაირი მინიშნება აქვს, რომ კარიერა დაასრულოს.

წაიკითხე | From Georgia With Love - ისტორიული თვე ქართული MMA-სთვის

დოლიძეს წონის კლების ცუდი პროცესი ჰქონდა, საბრძოლო ბიზნესში ამ დონეზე ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. საქართველოსთვის ეს ძალიან მაგარია. რა თქმა უნდა, მთელი ქვეყანა აპირებს ამ ბრძოლების (თოფურიას და დვალიშვილის) ყურებას", - აღნიშნა თოფურიამ.

27 წლის ილია თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი დივიზიონის რეიტინგში ამჟამად მე-3 პოზიციას იკავებს, ოქტაგონზე ბოლოს ივნისში, ტურნირში UFC on ABC 5 გავიდა და ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები