Thumbnail

NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) გიორგი ბეჟანიშვილის აიოვა ვულვზმა სიუ ფოლს სკაიფოქსს უმასპინძლა და 122:115 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სასტარტოში იყო და მან ძალიან მაგრად ითამაშა - გიორგის ანგარიშზე 20 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასია. მასზე მეტი ქულა ლანს სტივენსონს (27, 7 მოხსნა, 4 პასი) და ტაირის მარტინს (21, 11 მოხსნა, 5 პასი) ჰქონდათ. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ამავე გუნდების დაპირისპირება დრამატულად წარიმართა. ბეჟანიშვილის გუნდმა შეხვედრა ბოლო წამზე 156:157 წააგო.

გიორგიმ ამ სეზონში მე-13 მატჩი გამართა ვულვზის რიგებში, სასტარტოში ის მეექვსედ იყო. ეს გიორგის მეორე ორმაგი დუბლია სეზონში. ქულებით მან სეზონის რეკორდი დაამყარა, მოხსნებით გაიმეორა. ქართველი საშუალოდ 9.9 ქულას, 5.5 მოხსნას და 2.2 პასს აკეთებს. 

აიოვამ სეზონში სულ რაღაც მე-4 მატჩი მოიგო (13 მარცხი) და ცენტრალურ დივიზიონში ბოლო, მე-8 ადგილზეა. სხვათა შორის, სიუ ფოქსი ამ დივიზიონის ლიდერია (12-4). 9 თებერვალს (ჩვენი დროით, 10 თებერვალს) მინესოტას სარეზერვო გუნდი სანტა კრუზ უორიორსს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები