Thumbnail

17 თებერვალი ქართული MMA-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა. UFC 298-ზე ქვემსბუქი დივიზიონის ქამრისთვის ერთმანეთს ილია თოფურია და ალექს ვოლკანოვსკი დაუპირისპირდებიან. ამავე ქარდზე მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ იჩხუბებს და გამარჯვების შემთხვევაში მერაბიც სატიტულო ბრძოლას მიიღებს.

ილია თოფურიამ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ესპანეთში ივენთის ჩატარებას ელის და უნდა, რომ ეს მადრიდის რეალის სტადიონზე მოხდეს.

"რა თქმა უნდა, UFC-ს ივენთი ესპანეთში 2024 წელს ჩატარდება. სავარაუდოდ, ივენთი წლის ბოლოს გაიმართება. მინდა, რომ ეს ყველაფერი სანტიაგო ბერნაბეუზე მოხდეს. სტადიონი მზად იქნება ამისთვის. შეუძლიათ სტადიონის გადახურვა. შეუძლიათ, რომ ბალახი არ დაზიანდეს და საფარი შეიცვალოს. ვფიქრობ, რომ UFC-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ბილეთიც შეიძლება გაიყიდოს. შესაძლოა, ჩემი პირველი ტიტულის დაცვა ესპანეთში მომიწიოს, კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ. რაც შეეხება ვოლკანოვსკისთან ჩხუბს, არ ვიცი, ალბათ, სერხიო რამოსი ვერ ჩამოვა, რადგანაც სეზონი აქვს", - განაცხადა თოფურიამ პოდკასტში.

27 წლის ილია თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი დივიზიონის რეიტინგში ამჟამად მე-3 პოზიციას იკავებს, ოქტაგონზე ბოლოს ივნისში, ტურნირში UFC on ABC 5 გავიდა და ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები