Thumbnail

ახალი კონტრაქტი კარკაძეს - მონპელიემ ვანოს კარგი თამაში დაუფასა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვანო კარკაძემ 2023-2024 წლების სეზონში უკვე 6 ლელო დადო
  • ქართველ მორაგბეს მონპელიემ კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივა

საქართველოს ნაკრების მორაგბემ, ვანო კარკაძემ ფრანგულ მონპელიესთან კონტრაქტი 2025 წლის სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. ვანო მონპელიეში ბრივიდან გადავიდა და საოცარი მატჩები ჩაატარა, რის გამოც ფრანგული კლუბისგან ახალი კონტრაქტი მიიღო.

ქართველი მორაგბე მონპელიეში 2024-2025 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. ვანომ მონპელიეს მაისურით გამართულ 16 მატჩში 5 ლელო გაიტანა და ერთხელ რაგბის მსოფლიო თასზეც გამოიჩინა თავი.


კარკაძემ ამ სეზონში ლელოები ლა როშელს, რასინგს, ოსპრისს, ლიონსა და ბენეტონს გაუტანა. მისი მონპელიე საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში ცუდად ასპარეზობს. საჩემპიონო სეზონის შემდეგ, გუნდს სერიოზული რეგრესი აქვს. მონპელიე ამ დროისთვის 16 ქულით ტოპ 14-ში ბოლო ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები