Thumbnail

გასულ წელს ლიონელ მესის პარი სენ-ჟერმენიდან ინტერ მაიამიში გადასვლა ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო. მის სადებიუტო მატჩს, რა თქმა უნდა, არაერთი ვარსკვლავი ესწრებოდა და მათ შორის ლებრონ ჯეიმსიც იყო. კრუზ ასულემთან შეხვედრაში არგენტინელმა ფეხბურთელმა ჯარიმიდიან გატანილი შესანიშნავი გოლით თავის გუნდს მოაგებინა. ამ ისტორიულ მატჩზე დასწრებით კი ლებრონ ჯეიმსი აღფრთოვანებული იყო.

მესის აშშ-ში გადაბარგება ამ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთივს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. NBA-ს სუპერვარსკვლავმა ამის შესახებ ESPN-თან საუბრის დროსაც აღნიშნა. ლებრონის თქმით, ის ფეხბურთის ფანების ახალ თაობას შთააგონებს.

"ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, მესის ხილვა, თუ როგორ სცემს ის პატივს MLS-ს აქ ყოფნით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აქ ჩამოსვლა არა მარტო ზრდის ლიგის დონეს, არამედ, შთააგონებს ფეხბურთის გულშემატკივრების ახალ თაობას ჩვენს ქვეყანაში.

მესის სადებიუტო მატჩს ლებრონიც ესწრებოდა

იმას, რასაც მესიმ მიაღწია, განსხვავებული თავდადება, შრომის ეთიკა და ტალანტი სჭირდება. მესის მიმართ მხოლოდ პატივისცემასა და აღფრთოვანებას ვგრძნობ. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - აღნიშნა ლებრონ ჯეიმსმა.

ინტერ მაიამი აზიურ პრომო-ტურში იმყოფება და დღეს იაპონიაში ვისელ კობესთან შეხვედრას გამართავს. მანამდე MLS-ის გუნდი ჰონგ-კონგში იმყოფებოდა, სადაც მესიმ თამაში ვერ შეძლო, ამან კი ფანებისა და ჰონგ-კონგის უმკაყოფილება გამოიწვია.

მესის გუნდი ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს ნიუელს ოლდ ბოიზთან, შემდეგ კი, 22 თებერვალს MLS-ის რეგულარული სეზონიც დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები