Thumbnail
  • იოანე იაშაღაშვილი ვალანს რომანსის შეუცვლელი მორაგბე გახდა
  • მან გუნდთან ერთად იანვარში 3-დან ორი შეხვედრა მოიგო
  • გუნდმა იოანე იანვრის თვის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა 

ფრანგულმა სარაგბო კლუბმა, ვალანს რომანსმა იანვრის თვის საუკეთესო მორაგბე დაასახელა. კლუბმა ეს ტიტული იოანე იაშაღაშვილს გადასცა, რომელმაც იანვარში გუნდისთვის შეუფასებელი სამუშაო შეასრულა.

იოანემ გრენობლთან მოგებულ შეხვედრაში ორი ლელო გაიტანა და შეუცვლელად ითამაშა. მან 3-დან ორ მატჩში მოედანზე 80 წუთი გაატარა. ვალანს რომანსმა კი 3-დან ორი შეხვდრა მოიგო: ვანთან და გრენობლთან.

ვალანს რომანსს 18 ტურში 34 ქულა აქვს და PRO D2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. იოანეს გუნდმა PRO D2-ის საგზური შარშან მოიპოვა, როდესაც ნაციონალის ჩემპიონი გახდა. ვალანს რომანსი მომდევნო ტურში ბოლო ადგილზე მყოფ რუანს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ლიგაში დარჩენისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

კომენტარები

ბოლო ამბები