Thumbnail
  • ჩემპიონმა რეიტინგის მე-2 და მე-3 ნომრების ჩხუბზე აზრი გამოთქვა
  • შონ ო'მალი უპირატესობას 33 წლის ქართველ მებრძოლს ანიჭებს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრის მფლობელმა შონ ო’მალიმ პროგნოზი გააკეთა მის დივიზიონში დაგეგმილ ჩხუბზე, რომელშიც ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი (16-4 ММА, 9-2 UFC) და ჰენრი სეხუდო (16-3 ММА, 8-5 UFC) შეხვდებიან.

სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მე-2 და მე-3 ნომრები ოქტაგონზე 17 თებერვალს, ტურნირ UFC 298-ში გავლენ, მათ შორის გამარჯვებული კი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის მთავარი პრეტენდენტი გახდება. თავის მხრივ, შონ ო’მალი ქამრის დაცვას მარლონ ვერასთან შეეცდება და წარმატების შემთხვევაში, მას სწორედ დვალიშვილი-სეხუდოს წყვილში გამარჯვებულთან მოუწევს შემდგომში შეხვედრა.

შონ ო'მალი ჩიტო ვერასთან ჩხუბს მარტში ჩაატარებს

შონ ო’მალი მიიჩნევს, რომ მერაბ დვალიშვილს ჰენრი სეხუდოსთან უპირატესობა აქვს და ფსონს სწორედ ქართველის მოგებაზე დადებდა.

"ჰენრი-მერაბის დაპირისპირება ძალიან საინტერესო იქნება. ვფიქრობ, რომ კონკურეტული ბრძოლა გამოვა, მაგრამ თუ ჩემი ასარჩევი იქნებოდა, ფსონს მერაბის მოგებაზე ჩავიდოდი. მგონია, რომ დვალიშვილი დღეს მთლიანად ამ ბრძოლით არის მოცული, ჰენრი კი, ჩემი აზრით, ოქტაგონს მხოლოდ იმის გამო უბრუნდება, რომ ფული შემოელია და წარმოდგენაც არ აქვს, როგორ გამოიმუშაოს ის სხვა საშუალებით. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, მაგრამ მე მაინც მერაბის მოგებას ველოდები", - თქვა შონ ო’მალიმ ერთ-ერთ YouTube-არხთან ინტერვიუში.

შონ ო'მალიმ ქამარი მერაბის მეგობარი ალჯო სტერლინგის დამარცხებით მოიპოვა

33 წლის მერაბ დვალიშვილმა, რომელსაც UFC-ში ზედიზედ 9 მოგება აქვს, ბოლოს შარშან გაზაფხულზე იჩხუბა და რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. მოგვიანებით ქართველმა მებრძოლმა ხელზე ოპერაცია გაიკეთა და აღარ უასპარეზია. 36 წლის ჰენრი სეხუდო, რომელიც თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ათენის ოლიმპიადის გამარჯებული და UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, ოქტაგონს 3-წლიანი პაუზის შემდეგ, შარშან მაისში დაუბრუნდა და სუპერმსუბუქი წონის ქამარზე ალჯამეინ სტერლინგთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირ UFC 298-ში ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის იბრძოლებს ილია თოფურიაც (14-0), რომელიც ავსტრალიელ ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის (26-3) დაუპირისპირდება

კომენტარები

ბოლო ამბები