Thumbnail

ჯანელიძის 5 ქულა ჰამბურგთან - ვენეციამ ევროქაფი მოგებით დაასრულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰამბურგი 83:90 ვენეცია
  • გიგა ჯანელიძის 5 ქულა და 1 მოხსნა ჰამბურგთან

გიგა ჯანელიძის ვენეციამ ევროქაფის მე-18 ტურში ჰამბურგი სტუმრად დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი 8 მოგებით დაასრულა. ვენეციამ ჰამბურგს 7 ქულით აჯობა - 90:83. იტალიურმა გუნდმა გერმანულ კლუბი ორივე წრეში დაამარცხა.

გიგა ჯანელიძემ პარკეტზე 13:44 წუთი გაატარა, რა დროშიც ერთიდან ერთი ორქულიანი და ერთიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო. ვენეციას მარკო სპისუმ ულიდერა, რომელმაც 25 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.

სამწუხაროდ, ვენეცია ჯგუფიდან ვერ გავიდა. იტალიელები 10-გუნდიან ჯგუფში მე-7 ადგილზე გავიდა. გიგას კლუბი იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობას აგრძელებს, ვენეციას 26 ქულა აქვს და მომდევნო ტურში პისტოიას ხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები