Thumbnail
  • ჰაპოელ იერუსალიმი 85:61 ლენოვო ტენერიფე
  • ქართველი ცენტრის შედეგიანმა თამაშმა ესპანურ გუნდს მაინც ვერ უშველა

გიორგი შერმადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი თამაში წააგო და ლიდერობა დათმო. ესპანური გუნდი, 34 წლის ქართველი ცენტრის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, სტუმრად ჰაპოელ იურუსალიმთან (მატჩი ბელგრადში ჩატარდა) მაინც უშანსოდ, 24 ქულის სხვაობით დამარცხდა.  

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე ჯამში 23:51 წუთი გაატარა. გიორგის ანგარიშზე 12 ქულა და 8 მოხსნა (7 დაცვაში, 1 შეტევაში) იყო. მან მეტოქის ფარს საშუალო დისტანციიდან 7-ჯერ შეუტია და 5-ჯერ შედეგიანად, რასაც ორიდან ორი ზუსტი საჯარიმო დაუმატა. გიორგი ერთხელ დაჯარიმდა. 

მოედანზე ყველაზე შედეგიანი შერმადინის ამერიკელი თანაგუნდელი კაილ გაი იყო, რომელმაც 29 ქულა მიითვალა. გამარჯვებულებს 21 და 17 ქულით, შესაბამისად, ლევი რენდოლფმა და ბრინტონ ლემარმა ულიდერეს.

ამ გამარჯვებით ჰაპოელი K ჯგუფში 3 მოგებით გალიდერდა, ტენერიფეს კი 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. გიორგი შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას კვლავაც ისრაელის გუნდთან, ამჯერად საკუთარ მოედანზე ჩაატარებს და რევანშის აღებას შეეცდება. თამაში 6 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები