Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულში მეორე ტესტმატჩს ავსტრალიის ნაკრებთან ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის ცნობით, "ბორჯღალოსნები" მეტოქეს 20 ივლისს, სიდნეიში დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მანამდე ტესტი იაპონიასთან დაგეგმა, რომელსაც ერთი კვირით ადრე, 13 ივლისს, ქალაქ სენდაიში სტუმრად ეთამაშება. რაგბის კავშრის პრესსამსახურის ცნობით, ივლისის ტესტების დანარჩენი მეტოქეებიც მალე გამოცხადდება.

"ბორღჯალოსნები" ავსტრალიას ბოლო ორ მსოფლიო თასზე ეთამაშნენ და ორივეჯერ დამარცხდნენ. 2019 წელს "ვოლაბებმა" ანგარიშით 8:27 გვაჯობეს, 2023-ში კი 35:15 მოგვიგეს.

ავსტრალია-საქართველო 35:15

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, შარშან საფრანგეთში გამართულ ბოლო მსოფლიო თასზე C ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ვერ გააღწია. გუნდი ამჟამად მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-9 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები