Thumbnail
  • ცოტნე ცარციძის ჩრდილოეთ დაკოტას 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს
  • ნატალია ოთხმეზურის აიონას 6-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს

საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები გამართეს. ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო ცოტნე ცარციძის ჩრდილოეთ დაკოტამ, რომელმაც შინ ნებრასკა ომაჰა კოიოტსი 99:78 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სასტარტოში იყო, თუმცა მან მხოლოდ 23 წუთი ითამაშა - 3 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი. 

ასეთი სერია ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტის გუნდს 1994/95 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია. გუნდს 15-10 (7-3 კონფერენციაში) ბალანსი აქვს და შაბათს კანზას სიტის ხვდება. 

ვლად სალარიძის რივერსაიდმა შინ კალ სტეიტ ბეიკერსფილდს მოუგო - 65:63. ქართველმა კალათბურთელმა 7 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. რივერსაიდს 9-15 (4-8) ბალანსი აქვს და შაბათს ირვაინს ხვდება. 

ქალთა კოლეჯთა ლიგაში ნატალია ოთხმეზურის აიონა შინ სიენასთან დამარცხდა - 57:74. ნატალია სასტარტოში იყო, მან 19 წუთში 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. აიონას 7-14 (2-10) ბალანსი აქვს და შაბათს მარისტთან შეეცდება 6-მატჩიანი წაგებათა სერიის დასრულებას. 

კომენტარები

ბოლო ამბები