Thumbnail
  • ვირტუს ბოლონია 78:81 მონაკო
  • თორნიკე შენგელიას 12 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ ევროლიგის 26-ე ტურში მონაკოს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3 ქულით დამარცხდა - 78:81. იტალიურმა კლუბმა ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 მატჩი წააგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 26:40 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულას, 2 მოხსნასა და 4 პასს მოუყარა თავი. თორნიკემ 4-დან 3 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ სამი სამქულიანიც ისროლა, თუმცა ვერცერთი ვერ ჩააგდო. ვირტუსს 21 ქულით მარკო ბელინელიმ ულიდერა, ხოლო მონაკოს მხრიდან ჯორდან ლოიდმა 24 ქულა ჩააგდო.

ვირტუსი 16 მოგებითა და 10 მარცხით მე-5 ადგილამდე დაქვეითდა. შენგელია მომდევნო ტურში ვალენსიას დაუპირისპირდება. მატჩი 29 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები