Thumbnail
  • მარსელი 1:1 მეცი
  • მეცმა ლიგა 1-ში  7-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა

ლიგა 1-ის 21-ე ტურში მარსელმა "ველოდრომზე" გიორგი მიქაუტაძის მეცს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. 29-ე წუთზე გიორგიმ მარსელის კაპიტან სამუელ ჟიგოს აჯობა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა მცველმა ის შეაჩერა. მსაჯმა მარსელელს ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, შემდეგ კი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ - წითელი. 

გიორგი აქტიური იყო, ხოლო 52-ე წუთზე შესანიშნავი მომენტი შეიქმნა, თუმცა მეკარემ კარგად ითამაშა. მარსელმა 10 კაცით შეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა მეცმა 61-ე წუთზე გაათანაბრა. 75-ე წუთზე ქართველი ფორვარდი შეცვალეს. 

გიორგი მიქაუტაძემ 4-ჯერ დაარტყა მარსელის კარისკენ, ორჯერ ზუსტად. მან ორჯერ ჩაჭრა მეტოქის პასები (6.3 WhoScored). 

მეცი 17 ქულით მე-16 პოზიციაზეა და 18 თებერვალს მონპელიეს ესტუმრება. მარსელთან ფრით მეცმა ლიგა 1-ში 7-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. გიორგის 7 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელმა სეზონი ლიგა 1-ში დაიწყო, თუმცა შემდეგ ის აიაქსში გადავიდა. ახლა ქართველი ლეგიონერი მეცში ამსტერდამული კლუბიდან იჯარის წესით თამაშობს. საკლუბო ფეხბურთში მას აგვისტოს შემდეგ გოლი არ გაუტანია (მაშინ მარსელს და კლერმონს გაუტანა). 

მარსელი 1:1 მეცი

გოლები: 1:0 მუმბანა (56. მერლენის პასით), 1:1 უდოლი (61. ლ. კამარას პასით)

კომენტარები

ბოლო ამბები