Thumbnail
  • ლიონმა კიდევ ერთი ქართველი მორაგბე დაიმატა
  • ირაკლი აფციაური მეოთხე ქართველია, რომელიც ლიონში ითამაშებს

ფრანგულმა სარაგბო კლუბმა, ლიონმა კიდევ ერთი ქართველი მოთამაშე დაიმატა. ლიონის ღირსებას ირაკლი აფციაური დაიცავს, რომელიც გრენობლში თამაშობდა. აფციაური 21 წლისაა და PRO D2-ის მიმდინარე სეზონში ერთი ლელოც გაიტანა. მან მონტობანის წინააღმდეგ გამოიჩინა თავი.


ირაკლიმ ლიონთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მას გუნდში 3 ქართველი მორაგბე დახვდება: ბექა საღინაძე, დავით ნინიაშვილი და ლუკა ხორბალაძე. აფციაურს 2023 წლის მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების კვართით დებიუტი ჰქონდა, ხოლო 2022 წელს მან ახალ ზელანდიას 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ლელო გაუტანა. ლიონმა აფციაურის ტრანსფერი ორიგინალურად დააანონსა.
 

ლიონი ამ დროისთვის რთულ მდგომარეობაშია. გუნდს 24 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა. ქართველების გუნდი მომდევნო ტურში ლა როშელს მასპინძლობს, ხოლო რაგბის ჩემპიონთა თასზე ლიონის მეტოქე სამხრეთაფრიკული ბულსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები