Thumbnail
  • სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში ირანელ მოფარიკავესთან დამარცხდა
  • სხვა ქართველი მოხმალავეების შედეგები

თბილისის მსოფლიოს თასზე მოხმალავე ვაჟ ერთეულთა შორის მსოფლიოს პირველმა ნომერმა სანდრო ბაზაძემ მესამე ადგილი დაიკავა. ნახევარფინალში ქართველმა მოფარიკავემ ირანელ ალი პაკდამანთან 13:15 წააგო, რომელიც, თავის მხრივ, ფინალში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან (უნგრეთი) დამარცხდა. 

ბრინჯაოს მედლები სანდრომ და იტალიელმა ლუიჯი სამელემ მოიპოვეს. სანდრომ 1/16 ფინალში სამხრეთკორეელი ჯუნგჰვან კიმი იოლად დაამარცხა - 15:6. მას არც შემდეგ ეტაპზე გასჭირვებია, როცა 15:8 მოუგო კიდევ ერთ კორეელს, ბონგილ გუს. აი, მეოთხედფინალში კი ბრძოლა იყო - ბაზაძემ ფრანგი სებასტიენ პატრისი დაამარცხა - 15:13 და ნახევარფინალში გავიდა. ბექა ბაზაძემ საბოლოოდ 37-ე ადგილი დაიკავა, გოგა კაკაურიძემ - 88-ე, ხოლო ლაშა კუჭუხიძემ - 92-ე, ვახტანგ არჩვაძე 97-ე პოზიციაზე გავიდა. სხვა ქართველები ასეულს მიღმა დარჩნენ. 

11 თებერვალს სპორტის სასახლეში მოხმალავე ვაჟები გუნდურში გაითამაშებენ მსოფლიოს თასს. სულ 22 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ჰონკონგით იწყებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები