Thumbnail
  • უოტფორდი 1:2 ლესტერ სიტი
  • გიორგი ჩაკვეტაძე თებერვალში ჩვეულად ვეღარ თამაშობს

24 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ ზედიზედ მეათედ ითამაშა უოტფორდის სასტარტო შემადგენლობაში (2024 წელს ცხრავე შეხვედრაში), თუმცა პოზიტივი ქართველ ლეგიონერთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, აქ სრულდება - უოტფორდი ლიდერ ლესტერ სიტისთან 1:2 დამარცხდა. მე-11 წუთზე გიორგიმ პენალტი "აიკიდა", ხოლო 72-ეზე ის ტომ ინსით შეცვალეს. 

WhoScored-მა გიორგი ჩაკვეტაძეს 5.91 ქულა დაუწერა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მატჩში. აღსანიშნავია, რომ წინა მატჩში საუთჰემპტონთან მას კიდევ უფრო დაბალი შეფასება - 5.71 (ყველაზე ცუდი მატჩში) ჰქონდა. გიორგის 1 იანვრის მერე (საგოლე პასი) საგოლე ქმედება საერთოდ არ ჰქონია. ლესტერთან აქტივში ჩაკვეტაძეს თითო მნიშვნელოვანი პასი და წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. 

უოტფორდი 41 ქულით ცხრილის შუაშია (მე-11), ხოლო ლესტერი 75 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და მას, ალბათ, არ გაუჭირდება პრემიერლიგაში დაბრუნება. ჩაკვეტაძის გუნდი 13 თებერვალს ნორვიჩს ესტუმრება. 

კომენტარები

ბოლო ამბები