Thumbnail
  • სარაგოსა 100:106 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინმა 12 ქულა ჩააგდო, მაკფადენმა მატჩი 19 ქულით დაასრულა

თად მაკფადენის სარაგოსამ ლიგა ენდესას 22-ე ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფეს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 6 ქულით დამარცხდა - 100:106. ტენერიფემ პირველი ტაიმი 53:44 მოიგო და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

გიორგი შერმადინს 30:40 წუთში 12 ქულა და 6 მოხსნა დაუგროვდა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. თად მაკფადენმა 2-დან 2 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა შეხვედრა 19 ქულით, 1 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა.

ტენერიფეს ურუგვაელმა ბრუნო ფიტიპალდომ (26 ქულა) და ამერიკელმა კაილ გაიმ (19 ქულა) ულიდერეს. ტენერიფემ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო. შერმადინის გუნდს 13 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა, გიორგის გუნდი 26 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში გრანადას შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები