Thumbnail
  • ლას პალმასი 2:0 ვალენსია
  • გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მე-80 მატჩი ითამაშა

ლას პალმასისა და ვალენსიას მოსაწყენი მატჩი სრულდებოდა, გიორგი მამარდაშვილი ხეირიანად მხოლოდ ერთხელ ჩაერთო მატჩში, როცა მე-5 წუთზე ძალიან იოლი დარტყმა მოიგერია (იყო კარგი სეივიც, მაგრამ მუნირზე თამაშგარე დაფიქსირდა), როცა ლას პალმასმა ქართველი გოლკიპერის კარში ორჯერ გაიტანა და 2:0 გაიმარჯვა. 

89-ე წუთზე ალექს სუარესმა ახლო მანძილიდან ბურთი თავით ისე დაარტყა, რომ ის ჯერ მიწაზე დაეცა, რის გამოც გიორგისთვის თითქმის აუღებელი გახდა. აი, 95-ე წუთზე კარდონას გოლი მთლიანად მამარდაშვილის ბრალია - მან ჩაწოდებული ხელში ვერ შეიმაგრა, ბურთი იქვე მყოფ კარდონას მოხვდა და ისე გავიდა ვალენსიას კარში - 2:0.

ორივე გუნდს 35-35 ქულა აქვს და ცხრილის შუაში არიან. 16 თებერვალს ვალენსია "მესტალიაზე" სევილიას უმასპინძლებს. ეს გიორგი მამარდაშვილის მე-80 მატჩი იყო ლა ლიგაში.

კომენტარები

ბოლო ამბები