Thumbnail
  • ანა კალანდაძე სეზონის ბოლოს დოლინა ჟეშუვს ტოვებს
  • ქართველი ფრენბურთელი კარიერას გალათასარაიში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ფრენბურთელი, ანა კალანდაძე სეზონის ბოლოს დოლინა ჟეშუვს დატოვებს. GEOVOLLEY-ს ინფორმაციით, დოლინა ჟეშუვმა და სტამბოლის გალათასარაიმ შეთანხმებას მიაღწიეს და ქართველი ფრენბურთელი კარიერას თურქეთში გააგრძელებს.

ანა კარიერის სტარტზე ორ თურქულ კლუბში თამაშობდა: ანკარასა და PTT სპორში, რის შემდეგაც საბერძნეთში გადავიდა. ანა 2020 წელს ლოძში გადავიდა, ხოლო ზუსტად ერთ წელში დოლინა ჟეშუვის მაისური მოირგო.

გალათასარაის ქალ ფრენბურთელთა გუნდს თურქეთის ჩემპიონატი 5-ჯერ აქვს მოგებული. სტამბოლურ გუნდს 19 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და მერვე ადგილს იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები