Thumbnail

‘ეს იყო სეზონის საუკეთესო პერფორმანსი’ - ვინისიუსი ჟირონასთან მატჩზე

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ვინისიუს ჟუნიორმა ჟირონასთან გოლი და 2 ასისტი მიითვალა
  • ბრაზილიელმა შემტევმა მოგებული შეხვედრა შეაფასა

რეალმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჟირონა გაანადგურა. მადრიდელებმა სტუმრებს მასტერკლასი ჩაუტარეს, ძალიან ლამაზი ფეხბურთი ითამაშეს და საჩემპიონო მარათონში 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. 

“სამეფო კლუბიდან” ბრწყინვალე შეხვედრა ვინისიუს ჟუნიორმა ჩაატარა. ბრაზილიელმა შემტევმა შორეული დარტყმით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, შემდეგ ელეგანტური პასით ჯუდ ბელინგემს გაატანინა, მოგვიანებით კი საგოლე გადაცემა როდრიგოს გაუკეთა. შეხვედრის შემდეგ ვინი შედეგით ძალიან კმაყოფილი იყო:

"ეს იყო სეზონის საუკეთესო პერფორმანსი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც მწვრთნელმა დაგვავალა. საჯარიმოს გარედან იშვიათად ვურტყამ, მაგრამ ამ შეხვედრაში თავდაჯერებას ვგრძნობდი. მიხარია, რომ სამშაბათამდე დასვენება მოგვიწევს. ბელინგემი? ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, გოლების გატანას გააგრძელებს. ჯუდი ამ სეზონში საოცრად თამაშობს. გუნდი ოჯახივითაა, ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. აქ თამაში გულშემატკივრების წინაშე ძალიან მახარებს. იმედია, პრეზიდენტი ნებას მომცემს რეალში კიდევ დიდხანს ვითამაშო” - განაცხადა ვინისიუსმა. 

შემდეგ ტურში რეალი მადრიდულ დერბიში რაიო ვალეკანოს ესტუმრება, ხოლო ჟირონა, რომელმაც სულ მეორედ წააგო ჩემპიონატში (ორივეჯერ რეალთან) ბილბაოს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები