Thumbnail

დინამო თბილისი ტაჯიკეთის ნაკრების ფეხბურთელით გაძლიერდა

ლუკა გელაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა გელაშვილი
  • შუქუროვმა სამედიცინო შემოწმება თბილისში გაიარა
  • დინამომ ახალგაზრდა ნახევარმცველთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა

დინამო თბილისმა 21 წლის ტაჯიკი ფეხბურთელი, ალიშერ შუქუროვი დაიმატა. ინფორმაცია თბილისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ეროვნული ლიგის ვიცეჩემპიონებმა ახალ ფეხბურთელთან კოტრაქტი 2+1 სისტემით გააფრომეს.

როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შუქუროვმა სამედიცინო შემოწმება თბილისში გაიარა და გუნდს თურქეთში, წინასასეზონო შეკრების მეორე ეტაპზე შეუერთდება. 

ალიშერ შუქუროვი ადგილობრივი ტაჯიკური კუკტოშის აღზრდილია და თბილისურ კლუბს სწორედ ამ გუნდიდან შეუერთდა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი ეროვნული ნაკრების წევრია. შუქუროვმა აზიის თასზე 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 21 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში სულ 6 მატჩი აქვს ჩატარებული.

დინამო თბილისი ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება, სადაც სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. კარასკოს გუნდი ჩეხურ ბოჰემიანსთან და უკრაინულ ზორიასთან დამარცხდა, ლატვიურ ვალმეირასთან კი დედაქალაქელებმა 2:0 იმარჯვეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები